ბაზრის ანალიტიკაზე სიღრმისეული წვდომისთვის შეიძინეთ Recov Pro
open menu open menu
წაშლა
შენახვა
ტიპი
ყველა უძრავი ქონება მეტავერსი
საცხოვრებელი
07.2025
ბათუმში 2025 წლის ივნისში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი ფასი 11.8%-ით გაიზარდა და კვ.მ-ზე 1,185 აშშ დოლარი შეადგინა. ფასი გაიზარდა როგორც პირველად (9.4%), ასევე მეორეულ ბაზარზე (10.3%). თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ პირველად ბაზარზე ტრანზაქციების ნაწილი გვიან რეგისტრირდება, რის გამოც ფასების ზრდის ტრენდი არ ასახავს რეალობას.
საცხოვრებელი
07.2025
2025 წლის პირველ ნახევარში ახალ პროექტებში ტრანზაქციების 4.8%-იანი ზრდა ფიქსირდება. ძველ პროექტებში კი 2024 წლის პირველ ნახევართან შედარებით მაჩვენებელი 14.8%-ით არის შემცირებული.
საცხოვრებელი
07.2025
2025 წლის პირველ ნახევარში თბილისში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობამ 19,205 ერთეული შეადგინა და წინა წლის პირველ ნახევართან შედარებით 0.6%-იანი შემცირება დაფიქსირდა. ბაზრის ზომა 11%-ით, 1.4 მილიარდ აშშ დოლარამდეა გაზრდილი.  შენიშვნა: ახალ პროექტებში განახლდა ფასის ანალიზის მეთოდოლოგია, რის გამოც შეიცვალა 2022-2025 წლების მაჩვენებლები
საცხოვრებელი
07.2025
ბათუმში 2025 წლის პირველ ნახევარში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი ფასი 16.1%-ით გაიზარდა და კვ.მ-ზე 1,184 აშშ დოლარი შეადგინა. ძველი ბინების შემთხვევაში კი მაჩვენებელი 20%-ით, 1,169 აშშ დოლარამდე, გაიზარდა.
საცხოვრებელი
07.2025
ბათუმში 2025 წლის პირველ ნახევარში ახალაშენებული ბინების ტრანზაქციების რაოდენობა 7.1%-ით გაიზარდა, ძველი ბინების შემთხვევაში კი 15.1%-იანი კლება დაფიქსირდა.  
საცხოვრებელი
07.2025
2025 წლის პირველ ნახევარში თბილისში ძველი ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 7.8%-ით გაიზარდა ქალაქის ცენტრში. ხოლო ფართო ცენტრსა და გარეუბნებში 9.8%-იანი ზრდა დაფიქსირდა.
საცხოვრებელი
07.2025
2025 წლის პირველ ნახევარში ბათუმში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობა გასული წლის პირველ ნახევართან შედარებით 4.8%-ით, 7,129 ერთეულამდე, გაიზარდა, ბაზრის ზომა კი 16.1%-ით გაიზარდა და 397 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.
საცხოვრებელი
07.2025
2025 წლის პირველ ნახევარში თბილისში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 20.6%-ით გაიზარდა ფართო ცენტრში, 10.5%-ით - გარეუბნებში, ხოლო ქალაქის ცენტრში 7.4%-იანი ზრდა დაფიქსირდა. ფასების ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება შეინიშნა ფართო ცენტრში, რაც განპირობებულია იმით, რომ 2024 წლის პირველ ნახევარში ერთბაშად დარეგისტრირდა ორი მსხვილი პროექტის 3-4 წლის ტრანზაქციები, რამაც გამოიწვია საშუალო შეწონილი ფასის იმ დროისთვის შემცირება. ამ პროექტების გარეშე ფართო ცენტრში ფასები 8.8%-ით გაიზარდა
საცხოვრებელი
06.2025
2025 წლის მაისში თბილისში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობამ 3,437 ერთეული შეადგინა და წინა წლის მაისთან შედარებით 7.2%-იანი ზრდა დაფიქსირდა. ბაზრის ზომა 21%-ით, 261 მილიონ აშშ დოლარამდეა გაზრდილი.  შენიშვნა: ახალ პროექტებში განახლდა ფასის ანალიზის მეთოდოლოგია, რის გამოც შეიცვალა 2022-2025 წლების მაჩვენებლები
საცხოვრებელი
06.2025
2025 წლის მაისში თბილისში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 2024 წლის მაისთან შედარებით 13.5%-ით გაიზარდა გარეუბანში, ფართო ცენტრში 8.4%-იანი ზრდა დაფიქსირდა, ხოლო ქალაქის ცენტრში საშუალო შეწონილმა ფასმა 6%-ით მოიმატა. ზრდის განმაპირობებელი ძირითადად პირველადი ბაზარია, სადაც ქალაქის მასშტაბით საშუალო შეწონილი ფასი 15.2%-ით გაიზარდა. (პირველად ბაზარზე ტრანზაქციების ნაწილი გვიან რეგისტრირდება, რის გამოც ფასების ზრდის ტრენდი არ ასახავს რეალობას.) ახალაშენებული ბინების მეორეულ ბაზარზე კი საშუალო შეწონილი ფასი ქალაქის მასშტაბით 5.7%-ით გაიზარდა.
საცხოვრებელი
06.2025
2025 წლის მაისში თბილისში ახალ პროექტებში ტრანზაქციების 12.2%-იანი ზრდა ფიქსირდება, ტრანზაქციების რაოდენობის ზრდა მოხდა ძირითადად მეორეული ბაზრის ხარჯზე. ძველ პროექტებში ნარჩუნდება კლების ტენდენცია - 2024 წლის მაისთან შედარებით მაჩვენებელი 7%-ით არის შემცირებული, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ წინა პერიოდებთან შედარებით კლების ტემპი შემცირებულია.
საცხოვრებელი
06.2025
2025 წლის მაისში თბილისში ძველი ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 2024 წლის მაისთან შედარებით 9.5%-ით გაიზარდა ქალაქის ცენტრში, ფართო ცენტრში - 1.4%-ით, ხოლო გარეუბანში 3.8%-იანი ზრდა დაფიქსირდა.