ბათუმში 2026 წლის სექტემბერში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი ფასი გასული წლის სექტემბერთან შედარებით 5.2%-ით გაიზარდა და კვ.მ-ზე 1,408 აშშ დოლარი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ პირველად ბაზარზე მაჩვენებელმა 10.7%-ით იკლო, ხოლო მეორეულ ბაზარზე, პირიქით, 9.9%-იანი ზრდა დაფიქსირდა. პირველად ბაზარზე ფასის კლება აიხსნება 2025 წლის სექტემბერში ერთ-ერთი ძვირადღირებული პროექტის ტრანზაქციების ერთიანი რეგისტრაციით. ამ პროექტის გარეშე პირველად ბაზარზე საშუალო შეწონილმა ფასმა 4.6%-ით მოიმატა.
საცხოვრებელი
10.2026
2026 წლის სექტემბერში თბილისში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობამ 4,245 ერთეული შეადგინა და გასული წლის სექტემბერთან შედარებით 6.4%-ით გაიზარდა. ბაზრის ზომამ კი 24.1%-ით, 376 მილიონ აშშ დოლარამდე მოიმატა.
საცხოვრებელი
10.2026
2026 წლის სექტემბერში ბათუმში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობამ გასული წლის სექტემბერთან შედარებით 10.4%-ით იკლო და 1,614 ერთული შეადგინა, ბაზრის ზომა კი 0.9%-ით 107 მილიონ აშშ დოლარამდე გაიზარდა.
უცხოელი მყიდველების წილმა ძველი და ახალი პროექტების ტრანზაქციებში 48% შეადგინა.
საცხოვრებელი
10.2026
2026 წლის სექტემბერში თბილისში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 2025 წლის სექტემბერთან შედარებით 9.9%-ით გაიზარდა გარეუბნებში, 15%-ით - ფართო ცენტრში, ხოლო, ქალაქის ცენტრში 12.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა. აღსანიშნავია, რომ ფართო ცენტრში რამდენიმე ძვირიანი პროექტის რეგისტრაცია დაიწყო, რამაც იმოქმედა ფასების ზრდაზე. ქალაქის მასშტაბით პირველადი ტრანზაქციების საშუალო შეწონილი ფასის ზრდამ 11.9% შეადგინა. მეორეულ ბაზარზე კი საშუალო შეწონილი ფასი ქალაქის მასშტაბით 10%-ით გაიზარდა.
საცხოვრებელი
10.2026
ბათუმში 2026 წლის სექტემბერში ახალაშენებული ბინების ტრანზაქციების რაოდენობა 2025 წლის სექტემბერთან შედარებით 11.6%-ით შემცირდა, ძველი ბინების ტრანზაქციებმა კი 8.8%-ით მოიმატა. ახალ პროექტებში ტრანზაქციების რაოდენობის კლება მხოლოდ პირველად ბაზარზე დაფიქსირდა (-38%), რაც აიხსნება, გასულ წელს რამდენიმე პროექტში ერთიანად დარეგისტრირებული ტრანზაქციებით. მეორეულ ბაზარზე კი მაჩვენებელმა 27.3%-ით მოიმატა.
საცხოვრებელი
10.2026
2026 წლის სექტემბერში თბილისში ძველი ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 2025 წლის სექტემბერთან შედარებით ქალაქის ცენტრში 16.8%-ით, ფართო ცენტრში 17.3%-ით, ხოლო გარეუბანში 10.9%-ით გაიზარდა. ქალაქის მასშტაბით ძველ პროექტებში ფასმა 14%-ით მოიმატა.
საცხოვრებელი
10.2026
2026 წლის სექტემბერში თბილისში ახალ პროექტებში ტრანზაქციების რაოდენობა გასული წლის სექტემბერთან შედარებით 9.8%-ით გაიზარდა. ზრდა დაფიქსირდა ახალაშენებული ბინების როგორც პირველად (6.3%), ისე მეორეულ ბაზრებზე (14.6%). ტრანზაქციების რაოდენობა 4.7%-ით შემცირდა ძველ პროექტებში. თბილისში, როგორც ძველ ისე ახალ პროექტებში ტრანზაქციების უმეტესობა საქართველოს მოქალაქეებზე მოდის, უცხოეთის მოქალაქეების წილი გასული წლის სექტემბერთან შედარებით მცირედით გაიზარდა და 12% შეადგინა.
საცხოვრებელი
09.2026
2026 წლის აგვისტოში თბილისში ახალ პროექტებში ტრანზაქციების რაოდენობა გასული წლის აგვისტოსთან შედარებით 23.7%-ით გაიზარდა. ზრდა დაფიქსირდა ახალაშენებული ბინების როგორც პირველად (22.9%), ისე მეორეულ ბაზრებზე (24.5%). ახალ პროექტებში ტრანზაქციების რაოდენობის ზრდა ასახავს გაზრდილ მიწოდებას, ზრდის ძირითადი ნაწილი მოდის სამგორსა და დიდ დიღომზე. ტრანზაქციების რაოდენობა 3.8%-ით გაიზარდა ძველ პროექტებშიც. თბილისში, როგორც ძველ ისე ახალ პროექტებში ტრანზაქციების უმეტესობა საქართველოს მოქალაქეებზე მოდის, უცხოეთის მოქალაქეების წილი გასული წლის აგვისტოსთან შედარებით გაიზარდა და 14% შეადგინა.
საცხოვრებელი
09.2026
2026 წლის აგვისტოს თბილისში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 2025 წლის აგვისტოსთან შედარებით 10.4%-ით გაიზარდა გარეუბნებში, 16%-ით - ფართო ცენტრში, ხოლო, ქალაქის ცენტრში 16.7%-იანი ზრდა დაფიქსირდა. ქალაქის მასშტაბით პირველადი ტრანზაქციების საშუალო შეწონილი ფასის ზრდამ 11.9% შეადგინა. მეორეულ ბაზარზე კი საშუალო შეწონილი ფასი ქალაქის მასშტაბით 11%-ით გაიზარდა.
საცხოვრებელი
09.2026
2026 წლის აგვისტოში თბილისში ძველი ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 2025 წლის აგვისტოსთან შედარებით ქალაქის ცენტრში 3.4%-ით, ფართო ცენტრში 19.1%-ით, ხოლო გარეუბანში 12.6%-ით გაიზარდა. ქალაქის მასშტაბით ძველ პროექტებში ფასმა 10.5%-ით მოიმატა.
საცხოვრებელი
09.2026
ბათუმში 2026 წლის აგვისტოში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი ფასი გასული წლის აგვისტოსთან შედარებით 1.2%-ით გაიზარდა და კვ.მ-ზე 1,386 აშშ დოლარი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ პირველად ბაზარზე მაჩვენებელმა 16.3%-ით იკლო, ხოლო მეორეულ ბაზარზე, პირიქით, 12.8%-იანი ზრდა დაფიქსირდა. პირველად ბაზარზე ფასის კლება აიხსნება 2025 წლის აგვისტოში ერთ-ერთი ძვირადღირებული პროექტის ტრანზაქციების ერთიანი რეგისტრაციით. ამ პროექტის გარეშე პირველად ბაზარზე საშუალო შეწონილმა ფასმა 1.2%-ით მოიმატა.
საცხოვრებელი
09.2026
2026 წლის აგვისტოში თბილისში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობამ 3,388 ერთეული შეადგინა და გასული წლის აგვისტოსთან შედარებით 18.9%-ით გაიზარდა. ბაზრის ზომამ კი 35.2%-ით, 297 მილიონ აშშ დოლარამდე მოიმატა